დოლასვიფი

დოლასვიფი, სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), უშბის მასივის სამხრ. კალთაზე, მდ. დოლრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ბეჩოს თემის ცენტრი (სოფლები: დ., ბაგვდანარი, დოლი, მაზერი, ლანხვრი, ნაშთქოლი, ტვებიში, უშხვანარი, ქართვანი, ჭკიდანარი, ჭოხულდი). ზ. დ. 1320 მ, მესტიიდან 18 კმ. 174 მცხ. (2002).

სოფელში არის მინერ. წყარო.