გველესიანი რევაზ ალექსანდრეს ძე

გველესიანი რევაზ ალექსანდრეს ძე (დ. 25.VI. 1955, ქ. თერჯოლა), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1991).

1978 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1989–2020 სამეცნ.-კვლ. საქმიანობას ეწეოდა ბერლინის, ტიუბინგენის, მიუნხენის, ბონის, ფრაიბურგის, ბრანდენბურგის, ზაარლანდის, პოტსდამის უნ-ტებში. არის თსუ-ის ეკონ. პოლიტიკის კათედრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი (2005-იდან), ეკონ. პოლიტიკის ქართ.-გერმ. ინ-ტის დამაარსებელი და დირექტორი (2006-იდან), ვაშინგტონის მეცნიერების პროგრესის ასოციაციის (1998-იდან), იტალიის გამოყენებითი ეკონომიკის ასოციაციის (2015-იდან), ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშ. აკადემიის (IABE) წევრი (2015-იდან) და მისი ვიცე-პრეზიდენტი (2016), ჟურნ. „International Journal of Global Sustainability (IJGS)“-ის სარედაქციო საბჭოს წევრი (2019-იდან). იყო თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2006–14).

გ-ის კვლევის ძირითადი სფეროა საქართვ. და მსოფლიო სხვა ქვეყნების ეკონ. პოლიტიკა; ეკონ. ინტერესების პრობლემა და გლობალური მეწარმეობის სტრატეგია და კულტურა. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2003), ივ. ჯავახიშვილის სახ. (2015), პ. გუგუშვილის სახ. (2020) და თბილ. სახელმწ. უნ-ტის ოქროს მედლები (2021).

თხზ.: ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისობა, თბ., 2012 (თანაავტ. ი. გოგორიშვილი); სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში, თბ., 2017 (თანაავტ. გ. ერქომაიშვილი, ი. გოგორიშვილი, ე. ლეკაშვილი, ნ. ფარესაშვილი, ლ. ხურცია); გადაწყვეტილებების მიღების ტექნოლოგია ეკონომიკურ პოლიტიკაში, თბ., 2018 (თანაავტ. ი. გოგორიშვილი); გლობალური მეწარმეობის პოლიტიკა და კულტურა, თბ., 2020.