გველის ხავსი

გველის ხავსი (Lycopodium clavatum), მრავალწლოვანი მცენარე ლიკოპოდიუმისებრთა ოჯახისა. აქვს უხვად შეფოთლილი, 1–2 მ სიგრძის ღერო და აღმამდგომი დატოტვილი ყლორტები. ზოგიერთ ყლორტს ზედა ნაწილში გამოაქვს ყუნწი, რ-ზედაც 1–2,- ან 3–4-სპორიან თავთავს იკეთებს. სპორები მწიფდება ივლ.-აგვ-ში. გ. ხ. გავრცელებულია ჩრდ. ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში (ბალკანეთი), მცირე და აღმ. აზიაში, ავსტრალიაში, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკაში. საქართველოში მხოლოდ აფხაზეთში, სამეგრელოსა და აჭარაში გვხვდება. იზრდება დაბლობიდან ალპ. სარტყლამდე მდელოებზე და შქერიანებში.

ზ. შენგელია