გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე

გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (23. IV. 1907, სოფ. ბარეული, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – VII. 1990, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (17. V. 1944), გვარდიის უფრ. ლეიტენანტი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961).

დაამთავრა ქუთ. ინდუსტრ. ტექნიკუმი (1929), საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1937). II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა დონთან, სტალინგრადთან, კურსკთან ხარკოვთან. მდ. დნეპრის მარჯვ. ნაპირზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ თბილისში მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხის და წითელი ვარსკვლავის ორდენებითა და მედლებით.

ტ. ჩინჩილაკაშვილი