გიორგი კოდინე (Geōrgios ho Kodinos), ისტორიული ქრონიკების ავტორი, რომლის ბიოგრაფია უცნობია.
მას მიაკუთვნებენ ორ ნაწარმოებს: 1) „პატრია" („Patria" ან „Patria Konstantinoupoleos"), სავარაუდოდ შეთხზული უნდა იყოს XI–XII სს-ში. შედგება 5 ნაწილისაგან. მასში მოცემულია ქ. კონსტანტინოპოლის დაარსების ამბავი და ტოპოგრ. აღწერა. უკანასკნელი ნაწილი – „წმინდა სოფიოს ტაძრის აშენების შესახებ“ – უმეტესად ლეგენდარულ ცნობებს შეიცავს. ნაშრომი შუა საუკუნეებში ქართულად ყოფილა თარგმნილი (ერთ-ერთი ხელნაწერი გამოსცა ე. თაყაიშვილმა);
2) თხზულება „De offici-ის“ ბიზანტ. სამეფო კარის თანამდებობათა კრებულია. იგი XIV ს-ში უნდა იყოს შედგენილი, ლიტ-რაში ფსევდოკოდინეს ნაწარმოებს უწოდებენ. მასში მოიპოვება მოკლე ცნობა საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის ასულის, ბიზანტიის დედოფლის მარიამის შესახებ.
თხზ. [წგ.]: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 6, თბ., 1966.
ლიტ.:K r u m b a c h e r K., Geschichte der Byzantinischen Literatur, Münch., 1897
ნ. ლომოური