გვერდისძირი

გვერდისძირი, ამ სახელწოდებით შიდა ქართლში ცნობილია ორი ისტორიული თემი: 1) მდებარეობდა მტკვრის ჩრდ-ით და მოიცავდა 14 სოფელს აძვიდან სნეკვამდე. XV–XVIII სს-ში იგი შედიოდა ქსნის საერისთავოში. უმთავრესი ისტორიული ძეგლია იკორთის ტაძარი (XII ს.); 2) მდებარეობდა მტკვრის სამხრ-ით, გაღმამხარში და მოიცავდა 19 სოფელს ყელეთიდან დამჩხერლომდე. XV–XIX სს-ში იგი შედიოდა საციციანოში. უმთავრესი ისტორიული ძეგლია წრომის ტაძარი (VII ს.).

ლიტ.: გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983.

ჯ. გვასალია