გვერდწითელი ილია მიხეილის ძე

გვერდწითელი ილია მიხეილის ძე (10. II. 1908, სოფ. ხცისი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, – 15. VI. 1980, თბილისი), ქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1967). ქიმ. მეცნ. დოქტორი (1951). პროფესორი (1953),საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1963). პ. მელიქიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1980).

დაამთავრა საქართვ. სახელმწ. პედ. ინ-ტი (1934). II მსოფლიო ომის მონაწილე. იყო საქართვ. მეცნ. აკად. ბიოქიმ. სამეცნ. საბჭოს (1967) და საქართვ. უმაღლესი და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს ქიმ. სწავლების სამეცნ.-მეთოდური საბჭოს (1969) თავ-რე. 1933-იდან მუშაობდა თსუ-ში (1953–56 პრორექტორი სასწ. დარგში), 1954-იდან გარდაცვალებამდე იყო ორგ. ქიმ. კათედრის გამგე.

გ-ის შრომები ეხება უჯერი აცეტილენური და დიაცეტილენური ოქსინაწარმების სინთეზისა და კატალიზური გარდაქმნის საკითხებს. მუშაობდა აგრეთვე ელემენტორგ. ნაერთთა ქიმ. საკითხებზე (სილიციუმორგ., გერმანიუმორგ., კალაორგ., ფეროცენშემცველ და ჰეტეროციკლურ ნაერთებზე). მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.

თხზ.: მაღალმოლეკულური ნაერთები სახალხო მეურნეობაში, თბ., 1960.

ლიტ.: მიქაძე შ., დოქსოპულო თ., ილია გვერდწითელი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1978.