გვეტაძე ვასილ ნოეს ძე (6. IV. 1920, ქუთაისი, – 31. I. 2016, თბილისი), პოეტი. II მსოფლიო ომის მონაწილე.
დაამთავრა ქუთ. პედ. ინ-ტი (1942).1984-იდან ჟურნ. „დროის“ ლიტ-რისა და ხელოვნ. განყ-ბის გამგეა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1937, პირველი წიგნი „პირველი სიმღერა“–1956. ავტორია ლექსების კრებულებისა: „განთიადის შემდეგ“ (1957), „გზები და დღეები“ (1958), „მთაწმინდის საღამოები“ (1960), „ქარავანი მიდის“ (1959), „ნარის ციხის ბალადა“ (1965), „შემოღამება საპუნგორაზე“ (1970), „ნაცნობ ველთა შრიალს ვისმენ“ (1971), „ერთი დღე მკაში“ (1973), „ყაყაჩოები არაგვისპირის“ (1974), „ჯარისკაცები“ (1976), „ჯარისკაცის დაბრუნება“ (1982), „ლირიკა“ (1983), „ისევ ახალი“ (1985), „სიმღერა გატეხილ ყამირზე“ (1986). ავტორია აგრეთვე საბავშვო ლექსებისა, პოემებისა მოთხრობებისა და ესეებისა. 1988 გამოვიდა მისი რჩეული ლექსების კრებული „მე ჩემს ზამთრამდე ასე მოვედი“.
თხზ.: რჩეული (2 წიგნად), თბ., 2010; ერთტომეული, თბ., 2013.
მ. ტიტვინიძე