გვირალისბოლო

გვირალისბოლო, აშელური ხანის ნამოსახლარი სოფ. ჯოყოეთთან (ჭიათურის ზონა). მიწის ზედაპირზე შეგროვებულია ასზე მეტი ნუკლეუსი, კლექტონისა და ლევალუას ტიპის ანატკეცი, სხვადასხვა წვეტანა და სახოკი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოთაფლისფრო კაჟის მთლიანი გულგულისაგან გამოთლილი ორმხრივ დამუშავებული ხელცული, რ-იც პროპორციებით და დამუშავების სრულყოფით გვიანდ. აშელის ხელცულების კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს. მასალა აქ მოხვედრილია (ალბათ ჩამორეცხვის შედეგად) მახლობლად მდებარე მაღალი თავმოვაკებული გორიდან, რ-ის აღმ. ფერდობზეც ანალოგიური ნივთები აღმოჩნდა.

ლიტ.: თუშაბრამიშვილი დ., ნებიერიძე ლ., ყვირილის ხეობისა და ცუცხვათის არქეოლოგიური ექსპედიციის 1970–71 წლების ძირითადი შედეგები, წგ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, [ტ.] 3, თბ., 1974.

დ. თუშაბრამიშვილი