გვირგვინა

გვირგვინა, მთა აღმ. საქართველოში. თრიალეთის ქედის დას. ნაწილში, გვირგვინას ქედზე. სიმაღლე 2253 მ. აგებულია შუაეოცენური ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. გ-ს კალთებზე წიფლნარი და მუქწიწვოვანი ტყეებია, მწვერვალზე – მეორეული სუბალპ. მდელოები.

ქ. ჯაყელი