გვიშიანი გრიგოლ სარდიონის ძე

გვიშიანი გრიგოლ სარდიონის ძე [ 1 (14). X. 1911, სოფ. ილორი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპ-ი, – 11. X. 1979, თბილისი], ფარმაკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1941), პროფესორი (1946), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964).

1931 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1943–46 განაგებდა თბილ. სტომატოლოგიური ინ-ტის ფარმაკ. კათედრას. 1962–73 იყო თბილ. სამედ. ინ-ტის პრორექტორი, 1973–79 – ამავე ინ-ტის ფარმაკოლ. კათედრის გამგე. გ-ის შრომებში განხილულია სამკურნ. მცენარეებისაგან მიღებული პრეპარატებისა და ქიმ. სინთეზის პროდუქტების ფარმაკ., აგრეთვე გულსისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი პათოლ. ექსპერ. ფარმაკოთერაპიის საკითხები, ბიოლ. ბარიერის მნიშვნელობა სამკურნ. ნივთიერებათა მოქმედებისათვის და სხვ. შეიმუშავა ცენტროგენური ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის, აგრეთვე რიტმის დარღვევის ექსპერ. გამოწვევის ორიგინ. მეთოდები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ფსიქოფარმაკოლოგიური ნივთიერებები და მათი კლინიკური გამოყენების პერსპექტივები, თბ., 1965; Материалы по экспериментальному обоснованию лекарственной терапии атеросклероза, Тб., 1961.