გვიშიანი ჯერმენ მიხეილის ძე

ჯ. გვიშიანი 

გვიშიანი ჯერმენ მიხეილის ძე (24. XII. 1928, ახალციხე, – 18. V. 2003, მოსკოვი), ფილოსოფოსი. რუსეთის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979; წ.-კორ. 1970). ფილოს. მეცნ. დოქტორი (1969).

1951 დაამთავრა მოსკ. საერთაშ. ურთიერთობის ინ-ტი. 1951–55 მსახურობდა სამხ.-სასაზღვ. ძალებში. 1955-იდან მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს ახ. ტექ. სახელმწ. კომიტეტში, 1957-იდან – სახელმწ. სამეცნ.-ტექნიკურ კომიტეტში, 1962-იდან იყო სახელმწ. საკოორდინაციო სამეცნ.-კვლ. მუშაობის კომიტეტის თავ-რის მოადგილე, 1965–85 – სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნ. და ტექ. სახელმწ. კომიტეტის თავ-რის მოადგილე, 1976–92 – სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნ. და ტექ. სახელმწ. კომიტეტისა და სსრკ. მეცნ. აკად. სისტემური გამოკვლევების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი, სსრკ (ახლანდ. რუსეთის) მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული კომპლ. პრობლემათა სამეცნ. საბჭოს თავ-რე. ასწავლიდა ფილოსოფიას მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტში (1960–68). მისი მეცნ. კვლევის სფეროა ფილოსოფიის, სოციოლოგიის, მართვის თეორიისა და სოც. ორგანიზაციის სისტემური ანალიზის პრობლემები. იყო შვეციის სამეფოს საინჟინრო მეცნ. აკად. წევრი, რომის კლუბის წევრი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Социология бизнеса, М., 1962; Социальная роль науки и научная политика, М., 1968; Организация и управление, 2 изд., М., 1972.