გვიშტიბი

გვიშტიბი, სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, იმერეთის დაბლობზე, წყალტუბო – ხონის საავტ. გზაზე. სოფლის თემის ცენტრი (სოფლები: გ., გუბისწყალი, თერნალი, პირველი წყალტუბო). ზ. დ. 100 მ, წყალტუბოდან 3 კმ. 1249 მცხ. (2014).

სოფლის თავდაპირველი სახელი გუშტიბი უნდა ყოფილიყო. 1647 იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ გ. იქ მოსახლე ყმა გლეხებით აზნაურ ეზია იოსელიანს უბოძა.

თ. ბერაძე