გვრინი

გვრინი, ხალხური ლექს-სიმღერა, შრომის პოეზიის სახეობა; ითქმება გლოვის ხმაზე თიბვისას ცელის მოძრაობის რიტმთან შეწყობით. გენეტიკურად გ. ხმით ნატირალია, უშუალოდ დატირებისას იმპროვიზაციით წარმოთქმული, რ-იც შემდგომ თიბვაში ითქმებოდა. სრულდება ინდივიდუალურად. გავრცელებულია უპირატესად ფშავ-ხევსურეთსა და რაჭაში. გ-ის ტექსტებად იყენებენ თიბვის პროცესის ამსახველ, საყოფაცხოვრებო, სატრფიალო თემებზე შექმნილ ნაწარმოებებსა და ხმით ნატირლებს.

ლიტ.: ოჩიაური თ., ხევსურული მთიბლური სიმღერა – გვრინი, «მიმომხილველი», 1951, [ტ.] 2; ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება, ე. ვირსალაძის რედ., თბ., 1958; შანიძე ა., ქართული ხალხური პოეზია, [ტ.] 1 – ხევსურული, ტფ., 1931.

გ. ჭელიძე