აჯამეთის მემინდვრეობის საცდელი სადგური საქართველოს ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა, ერთ-ერთი უძველესი (1895) სას.-სამ. სამეცნ.-კვლ. დაწესებულება სოფ. აჯამეთში (ზესტაფონის მუნიციპ-ი).
1919-იდან ცნობილია აჯამეთის საცდელი მინდვრის, ხოლო 1927-იდან ა. მ. ს. ს-ის სახელწოდებით. სადგურში ჩატარებული მუშაობის შედეგად გამოყვანილია სიმინდის ახ. ჯიშები („იმერული ჰიბრიდი“, „აჯამეთის თეთრი“ და სხვ.), გაზრდილია ეწერი მიწების ნაყოფიერება და გატარებულია მრავალი სხვა ღონისძიება.
სადგურს ჰქონდა 3 განყ-ბა: მარცვლეული კულტურების, საკვები კულტურების და აგროქიმიის.
2011 წლიდან აჯამეთის მემინდვრეობის საცდელი სადგური აღარ ფუნქციონირებს.
ა. ჯაფარიძე