გაჩეჩილაძე რევაზ გივის ძე

რ. გაჩეჩილაძე

გაჩეჩილაძე რევაზ გივის ძე (დ. 04.05.1943, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი და გეოგრაფი, დიპლომატი, გეოგრაფიულ მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1996), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (2018); საქართვ. გეოგრაფიული საზ.-ის პრეზიდენტი (2008-16); საქართ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2002) მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ვახუშტი ბაგრატიონის აკადემიური პრემიის ლაურეატი (2010); სამეფო გეოგრაფიული საზ-ბის (ლონდონი) საპატიო უცხოელი წევრი (1999);

არის საერთაშ. ჟურნალ Georgian Geographical Journal-ის მთ. რედაქტორი (2020-იდან), სამეცნიერო დისციპლინების – სოციალური გეოგრაფიისა და პოლიტიკური გეოგრაფიის – ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში, მონოგრაფიებისა და მრავალი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი.

1965 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი, ხოლო 1968 – იქვე ასპირანტურა საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტ. და ეკონ. გეოგრაფიის განხრით. 1973-74 სამეცნ. სტაჟირება გაიარა ლონდონის უნ-ტის კინგს კოლეჯში.

1968 წლიდან მუშაობს თსუ-ის საზოგადოებრივი გეოგრაფიის კათედრაზე (1993-98-კათედრის გამგე). 1987-90 იყო საქართვ. მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორი, 1990-98-დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინ-ტის დირექტორის მოადგილე, მიწვეული პროფესორი ოქსფორდის უნ-ტში (ინგლისი, 1994-2011), მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ, 1996) და ნატოს მეცნიერ-მკვლევარი (1995-97).

სამეცნ. მოღვაწეობის პარალელურად 1980-87 ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა პარტიული და დიპლომატიური მიმართულებით. იყო საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში (1998-2004), სომხეთის რესპუბლიკაში (2005-09), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში (2014-16) და სლოვაკეთის რესპუბლიკაში (2016-20). საგანგებო დავალებათა ელჩი (2009-10);

დაჯილდოებულია ს.-ს. ორბელიანის მედლით (2021).

თხზ.: დიდი ბრიტანეთი, თბ., 1973; ახლო აღმოსავლეთი: ეკონომიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა, თბილისი, 1976; Некоторые вопросы географии преступности (на материалах Грузинской ССР), Тбилиси, 1982 (თანაავტ. ა. გაბიანი); Турция, Москва: изд-во Мысль, 1983; Преступность в городах и сельской местности (конкретно-криминологическое и социально-географическое исследование по материалам Грузинской ССР). Тбилиси, 1985 (თანაავტ. ა. გაბიანი, მ. დიდებულიძე) ინგლისის გეოგრაფია, ისტორია და კულტურა. თსუ-ის გამ, 1994; The New Georgia: Space, Society, Politics (UCL Press, London, 1995); Population migration in Georgia and its socio-economic consequences. UNDP-Georgia, Tbilisi, 1997; ჩემი მეოცე საუკუნე (ორ ტომად, თბ., 2008, 2011); ახლო აღმოსავლეთი (თბ., 2003, 2008, 2011, 2018, 2019 გამოცემები); საქართველო მსოფლიო კონტექსტში (თბ., 2013, 2017; იმავე წიგნის გერმ. თარგმანი – Georgien in Weltpolitischen Kontext – მონაწილეობდა2018 ლაიფციგისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობებზე); გაერთიანებული სამეფო: სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა (თბ.2016);