ბუხაიძე ლაშარ (რეზო) სოლომონის ძე (დ. 16. XI. 1931, თბილისი), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1986).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1963). ნ. კანდელაკის, ვ. თოფურიძის, ს. ქობულაძის მოწაფე. 1976-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. მუშაობდა დაზგურ ქანდაკებაში.
ბ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფორმის კარგი გრძნობა, უშუალობა, პოეტური განწყობილება. 1964-იდან მონაწილეობდა მხატვართა საერთაშ. (რუსეთი, იტალია, საფრანგეთი, გფრ, იაპონია, ბელგია) გამოფენებში. ნამუშევრები: „ლახტი“ (1979), „შემოდგომა“ (1981), „გაზაფხული“ (1985), „მწყემსი“ (1987; ყველა ბრინჯაო, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი) და სხვ.