„ავერსი-რაციონალი“ (შპს), მსხვილი, ევროპული დონის ქართული ფარმაცევტული საწარმო.
დაფუძნდა 2002. პირველი პროდუქცია გამოუშვა 2005. დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი.
წარმოება მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშ. სტანდარტების GMP EU (Good Manufacturing Practice European Union)-ისა, ISO 9001-ის (Quality management systems-Requirements) და ISO 17025-ის (General requirements for the competence of testing and calibration laboratories) მოთხოვნების შესაბამისად. საწარმოო უბნები მოიცავს ,,სუფთა“ და ,,კონტროლირებად“ ზონებს, რ-ებიც აღჭურვილია უმაღლ. დონის გერმ., ამერ., ინგლ. და იტალ. თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. ულტრათანამედროვე ხარისხის კონტროლის ფიზ.-ქიმ. და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია უზრუნველყოფილია ცნობილი მწარმოებლების – Agilent Technologies, Thermo Fisher scientific (აშშ); Shimadzu Corporation (იაპონია); Erweka, Binder, Sartorius, Carl Zeiss (გერმანია); Mettler Toledo (შვეიცარია); Getinge (შვედეთი) უახლესი აპარატურით. კომპანიაში დანერგილია ერთიანი, უნიკალური კომპიუტერიზებული სისტემა, რ-ითაც პროგრამულად იმართება საწარმოს ყველა პროცესი.
,,ა-რ.“ აწარმოებს 150 დასახელების 200-ზე მეტი დანიშნულების პრეპარატს, მ. შ. სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფისა და ფორმის (ტაბლეტი, კაფსულა, სიროფი, ემულსია, სუსპენზია, წვეთები, კრემი, გელი, სპრეი, საინიექციო ხსნარი და ფხვნილები) წამლებს. განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს ანტიბიტიოტიკების ჯგუფის (,,სტეპტენბაქტი“ ,,ავექსონი“, ,,რაციოცეფი“ და სხვ.), ანტიჰიპერტენზიული (,,ენოზიდ H“, ,,კარდიო ფორსი“, ,,კაპტი“ და სხვ.), ტკივილგამაყუჩებელი (,,დიკლოფეროლი“, ,,მაგენოლი“, ,,მიგოფენი“, ,,კეტამო“ და სხვ.), ანტიალერგიული (,,ალერფასტი“, ,,ცეტეკი“, ,,ელსანტი“, ,,ლეპაკი“ და სხვ.) პრეპარატები, ასევე ,,ა. რ-ის“ ყველასათვის ცნობილი პრეპარატი – ,,კორსიზი“. საწარმო ძირითადად უშვებს ჯენერიკულ პრეპარატებს, მ. შ. რამდენიმეს ანალოგი ბაზარზე ფაქტობრივად არ არის (,,მოლდი“, ,,მელონი“ და სხვ.). კომპანია წამლების დასამზადებლად საჭირო ნედლეულს სხვადასხვა ქვეყნის, მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული ბრენდებისგან იძენს. საწარმოში დანერგილმა მომწოდებლების შერჩევისა და მონიტორინგის მრავალეტაპიანმა სისტემამ, უზრუნველყო მათი სრული შესაბამისობა GMP სტანდარტთან. მიღებული ნედლეულის ხარისხი დამატებით მოწმდება საწარმოს ლაბორატორიაში. გამოშვებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივად, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში.
კომპანია მონაწილეობს არაერთ საერთაშ. კონფერენციასა (Adam Smith Conferences – ინგლისი; Vialek და STD – უკრაინა და სხვ.) და ფარმაცევტული ინდუსტრიის მნიშვნელოვან და მსხვილ გამოფენებში (СPHI – ევროპის ქვეყნები, DUPHAТ – დუბაი და სხვ.). ასევე „ა.-რ-ის“ ლაბორატორიები ყოველწლიურად (2010-იდან) მონაწილეობენ საერთაშ. კონკურსებში ლაბორატორიათაშორისი კომპეტენტურობის დადასტურების მიზნით (EDQM – საფრანგეთი; LGC standards – პოლონეთი; IFM – ავსტრალია და Украинский научный фармакопейный центр качества лекарственных средств – უკრაინა).
2017-იდან, კომპანიამ ეროვნ. ბიზნესრეიტინგების მიხედვით არაერთ ნომინაციაში გაიმარჯვა (,,დარგის ლიდერი“, ,,მუდმივი ლიდერი“ და სხვ.).
„ა.-რ.“ არის პირველი საწარმო ამიერკავკასიაში, რ-საც 2020 გადაეცა რეგიონში GMP EAEU სერტიფიკატი (Good Manufacturing Practice Eurasian Economic Union). ასევე მან საქართვ. მარეგულირებლის ისტორიაში პირველმა, 2021 მიიღო ნაციონალური GMP GEO სერტიფიკატი (Good Manufacturing Practice of Georgia).