ააცი, სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდ. ააფსთის მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ალრა, ალძიხი, ბინთხა, კუტიძრა). ზ. დ. 40 მ, გუდაუთიდან 12 კმ.
სოფელი აღნიშნულია XVI ს. II ნახ. ერთ-ერთ თურქ. რუკაზე სახელწოდებით „აღაცო“. 1737 დას. საქართვ. რუკაზე გვხვდება ამავე სახელწოდების მდინარე, რ-საც ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) „აღაცოსწყლად“ მოიხსენიებს. 1962 სოფელში აღმოაჩინეს ვერძის თავის გამოსახულებიანი ბრინჯაოს სამკუთხა აბზინდა, რ-საც ბრინჯაოს ხანით ათარიღებენ.
ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
თ. ბერაძე