აბააჟვახუ, სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის თხინის თემში (აფხაზეთის არ), კოდორის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. მოქვის მარცხ. ნაპირას. ზ.დ. 220 მ, ოჩამჩირიდან 25 კმ. სოფლის ძვ. სახელია თილითი. XVII ს. 80-იან წლებში ქართვ. მოსახლეობა აფხაზურმა შეცვალა და სოფელს ა. ეწოდა. შემორჩენილია აფხაზეთის კათალიკოსის სასახლის ნანგრევები „თლუთაბაას“ სახელწოდებით.
ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
თ. ბერაძე