აბაევი ვლადიმერ დავითის ძე (22. III. 1886 – 24. VIII. 1968), რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოსა და ჩრდ. კავკასიაში. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1967), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).
პირველი რევკომის თავ-რე ცხინვალში (1920), მთიელთა რესპუბლიკის სახკომსაბჭოს მდივანი (1921), შემდეგ გაზ. „გორსკაია ბედნოტის“ რედაქტორი. 1931–34 მუშაობდა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობაში დანიასა და საფრანგეთში, 1934-იდან – ყირიმის ბოტანიკური ბაღის დირექტორად. 1943–51 სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის დირექტორი იყო ცხინვალში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.