გაგოშიძე იულონ მიხეილის ძე

გაგოშიძე იულონ მიხეილის ძე (დ. 17. VII. 1935, თბილისი), ისტორიკოსი, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), გელათის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1996), შავი ზღვისპირეთის არქეოლოგიისა და კულტურის ისტორიის ცენტრის (ZAKS, Halle an-Zaale) წევრ-კორესპონდენტი (2000).

დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1958). 1961-იდან მუშაობს ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმში (ამჟამად საქართველოს ეროვნ. მუზეუმი) სხვადასხვა თანამდებობებზე [უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1961—65), სწავლული მდივანი (1965—71), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1971—89), არქეოლოგიის განყ-ბის ხელმძღვანელი (1988—91), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (1992-იდან), მეცნიერ-კონსულტანტი], იყო ქართული საბჭ. ენციკლოპედიის რედაქტორ-კონსულტანტი არქეოლოგიაში (1965—90), საქართვ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ. სააგენტოს არქეოლოგიური მემკვიდრეობის მართვის სამსახურის ხელმძღვ. (2011—14). გ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ში (1978—88), ილიასა (სრული პროფესორი, 2013), და საქართველოს უნ-ტებში (2013—14), არქეოლოგიის სხვადასხვა პრობლემაზე საჯარო ლექციები წაიკითხა ჰალეს, მიუნსტერის, იენას (გერმანია) და აარხუსის (დანია) უნ-ტებში. 1956-იდან მონაწილეობს არქეოლოგიური ექსპედიციების საველე სამუშაოებში, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (შიდა ქართლი, ქსნის, ლიახვისა და ფრონის ხეობები, კახეთი), ისე საზღვარგარეთ [ისრაელი (უმლეიზუნი, V—VI სს. მონასტერი, 2004); კვიპროსი (X—XVI სს. ღალიას მონასტერი, 2006—08); აზერბაიჯანი (ყარაჯამირლი, კასპიანას სატრაპის რეზიდენცია, 2006—10), ტაჯიკეთი, უკრაინა. გ-მ ქართველ არქეოლოგთა შორის პირველმა გამოიყენა აეროფოტოდაზვერვა, რის შედეგადაც შიდა ქართლში მიაკვლია ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებს, როგორიცაა ბერიკლდეების მრავალფენიანი ნამოსახლარი, ყორღანული ველი და ბრინჯაოს ხანის დოღლაურის სამაროვანი. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა სამადლოს ელინისტური ხანის ნაქალაქარი (1966—76), გვიანელინისტურ-ადრერომაული ხანის დედოფლის მინდვრის სატაძრო კომპლექსი (1971—78) და იმავე ხანის დედოფლის გორის სასახლე (1985—93), ძვ. წ. IV—III სს. ტახტიძირის ნამოსახლარი და სამაროვანი (1996—97), ქართულ-გერმ. ექსპედიციის ფარგლებში გამოავლინა და შეისწავლა აქემენიდური ხანის სასახლე გუმბათში (1994—95) და სპარსულ-აქემენიდური სასახლის ნაშთები ალაზნის ველზე ადგილ სააქლემოში (2019—20). 1980—91 საქართვ. მეცნ. აკადემიის სამეცნ. ინფორმაციის ცენტრში გ-ს მონაწილეობით შემუშავდა არქეოლ. და სამუზეუმო კომპიუტერული კატალოგიზაციის სისტემა. გ-ს გამოქვეყნებული აქვს ოთხასამდე სამეცნ. ნაშრომი ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, სპარსულ, აზერბაიჯანულ, რუსულ ენებზე, მ. შ. ათი ცალკე წიგნად; დააარსა ქართულ-ინგლისური სამეცნ-პოპულ. ჟურნალი „ონლაინ არქეოლოგია“. გ. იყო მცხეთის რ-ნის პრეფექტი (1991), თბილისის საკრებულოს წევრი (2004—07), საქართვ. სახელმწ. მინისტრი დიასპორის საკითხებში (2008—09). გ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2005), ორთოდოქს ჰოსპიტალიერთა ორდენის კანცლერის მიერ ომისა და გამარჯვების ვერცხლისა და ბრინჯაოს ბრიტანული მედლებით 2008 წლის ომში საქართველოს რუსეთზე მორალური გამარჯვებისთვის (2009), საპრეზიდენტო ორდენით (2010).

თხზ.: ადრეანტიკური ხანის ძეგლები ქსნის ხეობიდან, თბ., 1964; ქართველი ქალის სამკაული, თბ., 1981 (ქართულ, რუსულ, ფრანგულ ენებზე); თრიალეთის სამაროვნები, III. ანტიკური ხანის სამაროვნები, თბ., 1982 (ქართულ და რუსულ ენებზე); ფული საქართველოში, თბ., 2000 (ქართულ და ინგლისურ ენაზე. თანაავტ.); პირველი საუკუნის იბერიელი მხედარი. – ძიებანი, N13—14, თბილისი, 2004, გვ. 118—146; ქართლის სამეფოს (იბერიის) საზღვრები ქ. წ. I საუკუნეში. — იბერია—კოლხეთი, 1, 2007; ღალია. ქართველთა მონასტერი კვიპროსზე, თბ., 2014 (ქართულ და ინგლისურ ენაზე. თანაავტ.); აქემენიდები და სამხრეთ კავკასია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო კონფერენციის შრომები, თბ., 2016, გვ. 25—41 (თანაავტ.); რომაული პანთეონი ზოროასტრიულ საკურთხეველზე. მუზეუმი, №4 /2016. გვ.56—59. (ქართულ და ინგლისურ ენაზე); რატომ უწოდებდნენ ძველი ირანელები საქართველოს მგლების ქვეყანას. გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, III. თბ., 2017, გვ. 77—86; ტახტიძირის სამაროვნები, თბ., 2020; Самадло. Арxeoлогичecкиe раскопки, Тб., 1979; Iberia and Rome. The Excavations of the Palace at Dedoplis Gora and the Roman Influence in the Caucasian Kingdom of Iberia, Halle/Sa, 2008 (თანაავტ. და თანარედ.); The Temples at Dedoplis Mindori. – East and West, Vol. 42 N1, რომი, 1992, გვ. 27—48; The Achaemenid Influence in Iberia. – Boreas, Band 19, მიუნსტერი, 1996, გვ. 125—136, ტაბ. 13; The Jewish Diaspora and Early Christianity in Georgia. – Iberica Caucasica, Vol.1, რიჩმონდი, 1998, გვ. 39—58, 201—208 (თანაავტ.); A Royal Palace in the First Century Iberia According to the Archaeological Material from Dedoplis Gora, Georgia. – The Royal Palace Institution in the First Millenium BC. Monographs of the Danish Institute at Athens, Vol. 4, 2001, 259—284; Fibres of Silk, Cotton, and Flax in a Weaving Workshop from the First Century A.D. Palace of Dedoplis Gora, Georgia. – Veget Hist Archaeobot, 17 Suppl. 1, 2008, გვ. 211—215 (თანაავტ.); Two seasons of Georgian-Italian excavations at Aradetis Orgora (Georgia). Rivista di archeologia, ANNO XXXIX, 2015. გვ. 5—28. ტაბ. I—XIV (თანაავტ.); 2013—2015 Activities of the Georgian-Italian Shida Kartli Archaeological Project at Aradetis Orgora. (Georgia). Proceedings of the 10th International Congress on the Archaeology of the Ancient Near East, 2, Wiesbaden 2018, გვ. 497—510 (თანაავტ.); South Caucasus and Achaemenids. Beyond Aragats. Archaeological Studies in Memory of Telemak Khachatryan. Yerevan 2018. გვ. 225—232; Palynological and Archaeological Evidence for Ritual Use of Wine in the Kura-Araxes Period at Aradetis Orgora (Georgia, Caucasus), Journal of Field Archaeology, Routledge, 2019 (თანაავტ.); Au pays de la toison d'or. Art ancien de Georgie, Paris, 1982 (თანაავტ.); Materialen zur Geschiechte der Goldschmiedekunst im alten Georgien. — Boreas, Band 20, მიუნსტერი, 1997, გვ. 123—136, ტაბ. 23—28; Ein Perserbau in Azerbaijan. Ausgrabung auf dem Ideal Tepe bei Karacamirli 2006. — Archaeologishe Mitteilungen aus Iran und Turan, Band 38, 2007, გვ. 291—330 (თანაავტ.).