გამრეკელი გივი დავითის ძე

გამრეკელი გივი დავითის ძე (30. X. 1932, თბილისი, – 15. II. 2018, იქვე), ისტორიკოსი, ისტორიის მეცნ. დოქტორი (2004), პროფესორი, სპორტის ოსტატი ჭადრაკში.

დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1954). ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა იმავე ფაკ-ტზე ასისტენტად, დოცენტად, იყო საპატიო პროფესორი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ამიანე მარცელინე როგორც ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე“.

1952-იდან ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, ძირითადად სპორტული მიმართულებით – თანამშრომლობდა გაზეთებთან „კომუნისტი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „თბილისი“, „ლელო“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „ახალი ეპოქა“, „ჩვენი მწერლობა“, იყო ჟურნალების – „ჩეს ფლეიერ“ (ინგლისი, ნოტინგემი) და „შახსი“ (ლიეტუვა, რიგა)– თბილისელი კორესპონდენტი.

გ. იყო თბილისის და საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში ახალგაზრდათა და ვეტერანთა შორის (1996). მისი პარტიები იბეჭდებოდა საჭადრაკო პრესაში. როგორც მწვრთნელი მონაწილეობდა ქართველი დიდოსტატების მომზადებაში.

თხზ.: „ჩინგისხანურ სოციალიზმს“ გადარჩენილი ქართველები, თბ., 2010; ისტორიის გამოცანები, თბ., 2012.