ასათიანი ვლადიმერ ანთიმოზის ძე (19. VII. 1928, თბილისი, –17. I.. 2012, იქვე), ისტორიკოსი. ისტ. მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001).
დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ისტ. ფაკ-ტი (1950).
1958-იდან მუშაობდა დიდი საბჭ. ენციკლოპედიის რედაქციაში. 1968-იდან იყო კინოპროპაგანდის ბიუროს სალექციო განყ-ბის გამგე, 1965-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი, 1971–76 – განყ-ბის გამგე.
1976-იდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში. 1999-იდან იყო სტუ-ში საქართვ. ისტ. და კულტ. კათედრის პროფესორი, კითხულობდა კონფლიქტოლოგიისა და უახლესი ისტ. კურსს. ძირითადად მუშაობდა II მსოფლიო ომის ისტ. საკითხებზე (საქართველოს მონაწილეობა კავკასიისათვის ბრძოლაში, და ომის პერიოდში მისი სახ. მეურნეობის როლი და სხვ.).