ბაგრატიონ-გრუზინსკი ნიკოლოზ ილიას ძე (7. VIII. 1844, – X. 1916 რუსეთი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილიშვილი.
აღიზარდა პეტერბურგში. მონაწილეობდა რუს.-ოსმ. 1877–78 ომში.
იყო იმპერატორის კარის ეგერმაისტერი.