დოლომიტი

დოლომიტი, კარბონატების კლასის მინერალ დოლომიტისაგან [CaMg(CO3] შემდგარი ქანი.

გვხვდება კრისტალების და მარცვლოვანი, თირკმლისებრი, მკვრივი აგრეგატების სახით. წარმოიქმნება ქიმ. დალექვის, აგრეთვე ჰიდროთერმული პროცესების შედეგად. გამოიყენება მეტალურგიაში ცეცხლგამძლე აგურისა და ლითონური Mg მისაღებად, სოფ. მეურნეობაში – მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად და სხვ.

საქართველოში სამრეწვ. მნიშვნელობა აქვს აბანოსა (ქარელის მუნიციპალიტეტი) და ტყვარჩელის საბადოებს; ცნობილია აგრეთვე მოწამეთის, კვახჭირის, ჭოგნარის, გელათისა და ქვილიშორის საბადოები.

ვ. ჯავრიშვილი