გასვიანი გერონტი ალექსანდრეს ძე (15. VIII.1929, სოფ. ხალდე, მესტიის მუნიციპ,—31. X. 2012, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1939).
1953 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1996-იდან იყო აფხაზეთის რეგიონული აკად. ნამდვილი წევრი. იყო საქართველოსა და კავკასიის მთიანეთის მკვლევარი.
მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1973 გამოცემული მონოგრაფია „დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან“, რ-შიც განხილულია სვანეთის სოც.-ეკონ. და კულტ.-პოლიტ. სტრუქტურის ისტ. პრობლემები.
გ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. 6 მონოგრაფიის ავტორია.
თხზ.: დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1979; დასავლეთ საქართველოს შეერთება რუსეთთან და პოლიტიკური ვითარება, თბ., 1981; ნარკვევები სვანეთის შუა საუკუნეების ისტორიიდან, თბ., 1991.