ბაქრაძე ანა კონსტანტინეს ასული ( დ. 1. IX. 1923, თბილისი), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტორი (1991).
1945 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1951–58 მუშაობდა აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში, 1958–68 – საქართვ. მეცნ. აკად. ს. კეკელიძის. სახ. ხელნაწერთა ინ-ტში. 1969-იდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში. ბ-ის კვლევის ობიექტია არქეოგრაფია, არქივთმცოდნეობა, გენეალოგია, სფრაგისტიკა. მონაწილეობა მიიღო ხელნაწერთა აღწერილობაში, პირთა ანოტირებული ლექსიკონის შედგენაში, ნ. ჯავახიშვილთან ერთად დაამუშავა ივ. ჯავახიშვილის პირადი არქივი (1976), რაშიც მიიღო ნ. ბერძენიშვილის სახ. პრემია (1980).
თხზ.: საქართველოს მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, თბ., 1950, თუმანიშვილთა გენეალოგიის დადგენის ცდა, „ხელნაწერთა ინ-ტის შრომები“, 1963, ტ. 5; მასალები ქართული სფრაგისტიკის ისტორიისათვის, 1–2, თბ., 1978–88; მდივან-მწიგნობრის სახელოს საკითხისათვის, „მაცნე“, 1966, 6.; Грузинская сфрагистика и состояние ее изучения, Восточное историческое источниковедение и специальные историечские дисциплины, вып. 3, М., 1995.