გაბუნია მანანა კალისტრატეს ასული (დ. 12. II. 1937), არქეოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1994). არქეოლ. კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნ. თანამშრომელი.1961-იდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. ინ-ტში; 1994-იდან ლექციებს კითხულობდა თსუ-ის ახალციხის ფილიალში. 1963-იდან თრიალეთში მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა მეზოლითური ხანის ძეგლების შესწავლა. წალკასთან პატარა ხრამის ხეობაში, პირველად საქართველოში გამოვლინდა ძვ. ადამიანის მიერ შესრულებული ნაკაწრი ნახატები – პეტროგლიფები. ამჟამად იკვლევს სამცხე-ჯავახეთში არსებულ ძვ. ქვის ხანის ძეგლებს (აშელური ხანიდან მეზოლითური ეპოქის ჩათვლით).
თხზ.: ეძანის ეხის ქვის ინვენტარის სტატისტიკური მეთოდით შესწავლის შედეგები, კრ.: მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის, ტ. 6, თბ., 1974; თრიალეთის მეზოლითური კულტურა, თბ., 1976; პატარა ხრამის პეტროგლიფები, თბ., 1980 (თანაავტ.); პირველი ზედაპალეოლითური სადგომი ჯავახეთის ზეგანზე (ბავრის მღვიმე (ბავრის მღვიმე 1), „მაცნე“ 1988, № 2, (თანაავტ); Мезолит Грузии, «Краткие сообщения Института Археологии», №149, М., 1977 (თანაავტ.).
ბ. ჯორბენაძე