გეჩბა

გეჩბა (გჲჩბა, ქაჩბა), ფეოდალური საგვარეულო აფხაზეთის ჩრდ.-დას. ნაწილში, ჯიქეთში.

გ-ები სათავეში ედგნენ გეჩის თემს. ანუ საზ-ბას, რ-ის ცენტრი იყო დაბა გეჩრიფში (მდებარეობდა მდ. ფსოუს შესართავთან). გეჩის მფლობელები XVII ს-იდან იხსენიებიან ოსმალურ წყაროებში გეჩი-ბეგების სახელით. XIX ს. 30-იანი წწ. შუა ხანებში გ-ებში ყველაზე გავლენიანი იყო თავადი ედირბეი. გეჩის უკანასკნელი მფლობელი, თავადი რაშიდ გ., რ-საც 70-მდე აზნაური და დაახლ. ამდენივე დასახლებული პუნქტი ემორჩილებოდა.

კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ (1864) იმდროინდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, თურქეთში გადასახლდა. მას გაჰყვა საზ-ბა გეჩის თითქმის მთელი მოსახლეობა. ს. ჯანაშიას ვარაუდით, გ-ების ერთი შტო დაახლ. X–XIII სს-ში ქართლში გადმოვიდა, ეთნიკურად გაქართველდა და საფუძველი დაუდო ქაჩიბაძეთა (ქაჩიბაიძეთა) ფეოდ. საგვარეულოს, მათგან წარმოდგებიან თავადი ბარათაშვილები.

გ. ანჩაბაძე