ბახტაძე ალექსანდრე მიხეილის ძე

ბახტაძე ალექსანდრე მიხეილის ძე (16. IV. 1928, თბილისი, – 9. VII. 1981, იქვე), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1972).

დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1950), მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. უნ-ტის ასპირანტურა (1952). 1952–81 მუშაობდა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტზე, 1963–66 იყო თსუ სკკპ ისტ. კათედრის გამგე. ბ-ის მეცნ.-კვლევითი თემატიკა იყო მარქსიზმის ისტ. და თეორიის პრობლემები. მას ეკუთვნის მრავალი მეცნ. ნაშრომი, მ. შ. ათამდე მონოგრაფია. განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოკვლევები, რ-ებიც ეძღვნება კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ურთიერთობას რუს პოლიტიკურ მოღვაწეებთან, მარქსისტულ-ლენინური ეროვნ. თეორიისა და პროგრამის შემუშავების საკითხებს და სხვ.

თხზ.: ლენინური ეროვნული პოლიტიკის გამარჯვება, თბ., 1960; ვიქტორ კურნატოვსკი, თბ., 1962; კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ურთიერთობა რუს. პოლიტიკურ მოღვაწეებთან, თბ., 1975.

ნ. ლომოური