ბუღაძე ლაშა გიორგის ძე

ბუღაძე ლაშა გიორგის ძე (დ. 16. XI. 1977, თბილისი), დრამატურგი, მწერალი.

დაამთავრა საქართვ. სახელმწ. თეატრ. უნ-ტის ხელოვნების ფაკ-ტი (1999), თსუ-ის ხელოვნების ფაკ-ტი; ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო).

მუშაობდა სტუდია „აუდიენციაში“, ტელეკომპანიებში: „რუსთავი 2“, „I არხი“.

ავტორია პიესებისა: „ოთარი“ (1998), „დოქტორი „ფრანკენშტეინი“ (თანაავტორი დ. საყვარელიძე, 1999), „ის სკამი და ეს საწოლი“ (2001), „ნუგზარი და მეფისტოფელი“ (2003), „აღშფოთებული ტატიანა“ (2003) და სხვ.; რომანებისა: „ბოლო ზარი“ (2004), „ოქროს ხანა“ (2006), „კარიკატურისტი“ (2008), „ლიტერატურული ექსპრესი“ (2009), „პატარა ქვეყანა“ (2007), „აუდიტორია“ (2019).

არის ლიტ. პრემია „საბას“ ხუთგზის (2004, 2007, 2009, 2012, 2018) და პრემია „პარნასის“ ორგზის (2005, 2007) ლაურეატი; ასევე, მიღებული აქვს ბრიტანული რადიო BBC-ის პრემია რადიოპიესისათვის „როცა თავს ესხმიან ტაქსისტებს“ (2007); ხოლო 2011 BBC-ის რადიოპიესების კონკურსში მიიღო პირველი პრემია პიესისათვის „ნავიგატორი“ და სხვ.

ბ-ის ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგ. გერმ., ინგლ., პოლონ., რუს. ენებზე.

თხზ.: საუკუნის მკვლელობა, მოთხრობები, პიესები, თბ., 2000; პოლიტიკური პიესა, თბ., 2002; მესამე სართული, მოთხრობები, თბ., 2003.