დოლრასწვერი მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. დოლრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 3700 მ.
აგებულია პალეოზოური კრისტ. ფიქლებითა და გრანიტოიდებით. დაფარულია მუდმივი თოვლით. დ-ის სამხრ.- აღმ. კალთაზე არის მყინვარი დოლრა.