ბაგრატიონ-მუხრანსკი კონსტანტინე ივანეს ძე (1782, სოფ. მუხრანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი, – 7. IX. 1842, მცხეთა), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1829), რუსეთ–ირანის (1826–28), რუსეთ-ოსმ. (1828–29) ომების მონაწილე, ქართლის ჯარის სარდალი.
აღმ. საქართველოს თავადაზნაურობის მე-2 მარშალი. არჩეული იყო 9-ჯერ (1812–39).
ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე ლ., გენერლები საქართველოდან, თბ., 2003.
ლ. დოლიძე