ბურჯანაძე ნინო ანზორის ასული (დ. 16. VII. 1964, ქუთაისი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001 ნოემბ.-2008 ივნ-მდე. საქართვ. პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი 2003 ნოემბ.–2004 იანვრამდე და 2007 ნოემბ.-2008 იანვ-მდე.
დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკ-ტი (1986), მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურის იურიდ. მეცნიერებათა კანდიდატი (1990), 1991–92 იყო საქართვ. გარემოს დაცვის სამინისტროს, ხოლო 1992–95 საქართვ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი 1995–99, 1999–2001 იყო საქართვ. მე-4 და მე-5 მოწვევების პარლამენტის წევრი პარტ. სიით. საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, 1998–99 იყო პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდ. საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავ-რე, 2000 აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. 2000–2001 თავმჯდომარეობდა პარლამენტის საგარეო-ურთიერთობათა კომიტეტს. 1999–2002 იყო ევროკავშირისა და საქართვ. საპარლამენტო თანამშრომლების კომიტეტის თანათავ-რე 2004-იდან შავი ზღვის ქვეყნების ეკონ. თანამშრომლობს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 2003 წ. 2 ნოემბ. არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის „ბურჯანაძე-დემოკრატები“ შემადგენლობაში და იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი.
2004–08 იყო საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორ., საარჩევნო ბლოკი, „ბურჯანაძე-დემოკრატები“). იყო მმართველი პარტის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წამყვანი სახე. 2007 გაჩნდა პირველი ბზარი ბურჯანაძესა და პრეზიდენტ მ. სააკაშვილს შორის, 2007 ნოემბრის აქციების დარბევასთან დაკავშირებით. 2008 დაარსა პარტია „დემოკრატ. მოძრაობა–ერთიანი საქართველო“ და არის მისი თავ-რე, 2009 აპრ. და მაისში პარტია იყო მ. საკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპრორესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გამოქვეყნებული აქვს ოცამდე სამეცნ. ნაშრომი ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე, მ. შ. ერთი მონოგრაფია.