გაგუა ილარიონ (კიჭი) ავქსენტის ძე (5. VI. 1900, სოფ. კოტიანეთი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი – 15. X. 1951, სოხუმი), გენერალ-მაიორი (1945). სსრ კავშირის სახელმწ. უშიშროების კომისარი (1939).
ახალგაზრდობიდან მუშაობდა შს სახ. კომისარიატის ორგანოებში. 1937 მიენიჭა სახელმწ. უშიშროების საპატიო თანამშრომლის წოდება. 1938–41 იყო მოსკოვის კრემლის კომენდანტის I მოადგილე, 1941–43 – აფხაზეთის ასსრ შს სახ. კომისარი. მონაწილეობდა II მსოფლ ომში (1939–45). იყო 46-ე არმიის სამხ. საბჭოს წევრი (1942–43), 1943–50 – აფხ. ასსრ სახელმწ. უშიშროების მინისტრი.მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლ. დოლიძე