გედევანიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე

გედევანიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე [31. X (12. XI). 1862, დაბა მანგლისი, – 29. XI. 1922, თბილისი], ექიმი და საზოგადო მოღვაწე. 1889 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1890–93 იყო ზანგეზურის (სომხეთი) მაზრის ექიმი. იქ გახსნა აფთიაქი შეისწავლა და თავის ნაშრომებში აღწერა ეს მხარე. 1893–95, თიანეთის მაზრის ექიმად ყოფნისას, გარდა საექიმო მოღვაწეობისა, ეწეოდა კულტ.-საგანმან. მუშაობას. შემდეგ წლებში პარიზში იყო და მუშაობდა ნევროპათოლოგიაში ჟ. დეჟერინთან, ფსიქიატრიაში – ა. ჟოფრუასთან, სალ-პეტრიერის კლინიკაში ეუფლებოდა ფიზიოთერაპიასა და რენტგენოლოგიას. 1896 თბილისში, საკუთარ ბინაში, მოაწყო საქართველოში პირველი რენტგენო და ელექტროთერაპიული კაბინეტი და სტაციონარი. 1898-იდან განაგებდა თბილ. სულით ავადმყოფთა თავშესაფარს. საქართველოში პირველმა აღწერა (1897) აკრომეგალია, პროგრესული კუნთოვანი დისტროფია და სხვა ნერვული დაავადებები. აქვეყნებდა სამეცნ. შრომებს კავკ. ექიმთა საზ-ბის სამედ. კრებულში. 1900-იდან იყო კავკ. სამედ. საზ-ბის საპატიო წევრი. 1914 გამოსცა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ცნობილი კრებული (I ტ.).

თხზ.: Зангезурский уезд Елисаветпольской губернии в медицинском отношении за 1890–1892 гг., Медицинский сборник, издаваемый Кавказским медицинским обществом, № 56, Тфл., 1894.