გედევანიშვილი მიხეილ დანიელის ძე

გედევანიშვილი (გ ე დ ე ვ ა ნ ო ვ ი) მიხეილ დანიელის ძე, (24. X. 1858, თბილისი –1916-ის შემდეგ) რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1916).

1900–13 მსახურობდა თურქესტანის სამხ. ოლქის შტაბის სამხ.-ტოპოგრ. განყ-ბის უფროსად.

1913-იდან — სანქტ-პეტერბურგის არსენალის უფროსი იყო. 1915-იდან – კიევის არსენალის უფროსის თანაშემწე.