გამსახურდია გიორგი ნიკოლოზის ძე (12. VIII. 1866 — 1915 შემდეგ), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1915).
მონაწილეობდა 1904—05 რუს.-იაპონიის ომში. 1904—13 იყო მე-3 მესანგრეთა ბრიგადის შტაბის უფროსი. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში.
1915-იდან იყო ჩრდ.-დას. ჯარების მთავარსარდლის განკარგულებაში. დაჯილდოებულია წმ. გიორგის IV და წმ. ანას II ხარისხის ორდენებით.