გასტალდი ჯაკომო

გასტალდი ჯაკომო [(1500, პიემენტელი (იტალია)— 1566, ვენევია (იტალია)] კარტოგრაფი.

1561 შეადგინა რუკა „აზიის წინა ნაწილის აღწერა ანტიკური, და თანამედროვე სახელწოდებებითურთ პიემონტელი კოსმოგრაფის ჯაკომო გასტალ დისა“. გ-ის რუკას დიდი მნიშვნელობა აქვს აღმ. შავიზღვისპირეთის ეთნ. ისტორიის შესასწავლად, კერძოდ, აფხაზების (აფსუების) ისტ. სამშობლოს დასადგენად გ. აფხაზების განსახლების ადგილად მიუთითებს ტერიტორია კავკასიის მთავარი ქედის ჩრდ-ით, მდ. ყუბანის შუა წელზე რუკაზე იქვეა აღნიშნული მათი მთავარი ქალაქი აკუა (Acua), რაც ემთხვევა ქ. სოხუმის დღევანდელი აფხაზურ სახელწოდებას – „აყვა“.

რუკაზე სოხუმი აღნიშნულია Sanatopoli-ს (იგივე სევასტოპოლი, სებასტოპოლი) სახელწოდებით მოყვანილი მასალა ადასტურებს ვარაუდს, რომ აფხაზთა წინაპრების უდიდესი ნაწილი XVII–XVIII სს-მდე ჯერ კიდევ კავკასიონის ჩრდ. ფერდობებზე ცხოვრობდა.

რუკა ბოლო დრომდე უცნობი იყო მკვლევართათვის.

შ. ცირეკიძე