გასპარ ქართველი

გასპარ ქართველი (გ. 1701), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.

გ. ქ. იყო გიორგი XI-თან დახლოებული პირი მონაწილეობდა სპარსელთა მიერ დას. ევროპაში მოწყობილ ელჩობაში, რ-იც მიზნად ისახავდა ოსმალთა საწინაღმდეგო კოალიციის შექმნას და რომელსაც ისპაჰანელი კათოლიკე ეპისკოპოსი ელიასი ხელმძღვანელობდა. 1700 გ. ქ. მოსკოვში შეხვდა არჩილ II-ს რ-ის დახმარებით პეტრე I-მა ხელი შეუწყო ელჩობის დას. ევროპაში გამგზავრებას, მაგრამ გ. ქ-ს არ დასცალდა 1701 გარდაიცვალა ვარშავაში.

ლიტ.:გაბაშვილი გ., სულხან-საბა ორბელიანი როგორც დიპლომატი, წგნ.:სულხან-საბა ორბელიანი, 1658-1958. საიუბილეო კრებული, თბ., 1959; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, ტ.I, თბ., 1957.