გახარია გიორგი ზაურის ძე

გ. გახარია

გახარია გიორგი ზაურის ძე (დ. 19. III. 1975, თბილისი), ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2019–21.

დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი, (1994), მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტი, (პოლიტ. მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით), იმავე უნ-ტის ეკონომიკის ფაკ-ტის უმაღლეს ბიზნესსკოლაში, 2006–09 იყო მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი.

2008–13 –Lufthansa Service Holding A.G. Gervnany Grz ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმ. ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში.

2013-იდან მოღვაწეობს საქართველოში: იყო საქართვ. ბიზნესომბუდსმენი. (2013–16)–ეკონომიკური საბჭოს მდივანი (2014–16) საქართვ. მე-9 (2016 წ. 18–30 ნოემბ.) და მე-10 (2020 წ. 11–29 დეკ.) მოწვევის პარლამენტის წევრი პარტ. სიით საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“,– საქართვ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (2016–17).

2017–19 დაინიშნა საქართვ. შინაგან საქმეთა მინისტრად. ეკავა ასევე ვიცე-პრემიერის პოსტი. 2019 აპრ.-სექტ. იყო ეროვნ. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. 2021 წ. 18 თებ. გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. 2021 წ. 29 მაისს დააარსა პარტია „საქართველოსთვის“.