ბარაკონი, ღვთისმშობლის ტაძარი, ძვ. ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპ-ში, სოფ. წესთან.
რაჭის ერისთავის როსტომის ბრძანებით 1753 ააგო ოსტატმა შულავრელი ავთანდილ|ავთანდილ შულავრელმა. გეგმით სწორკუთხა შენობას მინაშენები არა აქვს. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძზე. ნაშენია თლილი ქვით. გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. ფასადებზე ვხვდებით ზოგიერთ ძველებურ ელემენტს (მაგ., აღმ. ფასადის ნიშები). ჩუქურთმის სახეებიც უმეტესად ტრადიციულია, მაგრამ ეს ელემენტები და მორთულობა მოკლებულია მთლიანობას და ორგანულად ვერ უკავშირდება არქიტექტურას.
1991 მიწისძვრის შედეგად ძეგლი დაზიანდა – ნაწილობრივ დაინგრა გუმბათი. ამჟამად ძეგლი აღდგენილია.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; ბ ო ჭ ო რ ი ძ ე გ., რაჭის ისტორიული ძეგლები, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1933, ტ. 7.
ნ. ანდღულაძე