ამილახვარი გიორგი დავითის ძე (20. XI. 1857, სოფ. ფხვენისი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი –1918, იქვე,) რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (დაახლ. 1917). რუსეთ-ოსმალეთის (1877—78), რუსეთ-იაპონის (1904–05), I მსოფლიო (1914–18) ომების მონაწილე გორის 259-ე სარეზერვო (1902-იდან), ბეზელუკის 215-ე ქვეითი (1906-იდან) პოლკების მეთაური, პოლკოვნიკი (1905).
ლ. დოლიძე