ბიული პავლე იაკობის ძე [1878, დაბა ელიზსავეტალი (ახლანდ. სოფ. ასურეთი), თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, – 20. IV. 1938, თბილისი], სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი (1919). პედაგოგი.
განათლება მიიღო ბესარაბიის გუბერნიის სპეციალიზებულ გერმ. სასწავლებელში. პედ. საქმიანობას ეწეოდა საქართველოში არსებულ გერმ. კოლონიებში. ჩართული იყო პარტ. მუშაობაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დემოკრ. რესპ. მთავრობისა და გერმ. მოსახლეობის ურთიერთობაში.
1921 იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციის შემდეგ, დარჩა საქართველოში და მონაწილეობას იღებდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში.
1938 დააპატიმრეს, ე. წ. „ტროიკამ“ დახვრეტა მიუსაჯა.
XX ს. 40-იან წლებში მისი ოჯახი საქართველოდან გადაასახლეს.
ლიტ.: ხ ვ ა დ ა გ ი ა ნ ი ი., საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაპორატორია თბ., 2016.
ირ. ირემაძე