გველესიანი გრიგოლ ივანეს ძე

გველესიანი გრიგოლ ივანეს ძე (18.IX.1870, ქუთაისი, – 17.I. 1926, თბილისი), სოციალ-ფედერალისტთა პარტიისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის (უმაღლესი სასამართლო) წევრი (1919–21).

1895 წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის იურიდიული ფაკ-ტი, სწავლობდა პარიზის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში. ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას, აქვეყნებდა წერილებს „ივერიაში“. იყო ქუთაისის ქალაქის საბჭოს წევრი.

1905 აირჩიეს ქუთაისის ქალაქის თავის მოადგილედ.

1918-იდან მუშაობდა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის მთავრობაში, იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. შემდეგ – სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

ლიტ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018. ქ ა ნ თ ა რ ი ა ბ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავებთან (1919–1921), თბ., 2004.

ი. ირემაძე