ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ ვლადიმერის ძე (დ. 2.III.1941,თბილისი - გ. 20.07.2021, ბერლინი), კარდიოქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი (1989).
1965 დაამთავრა თსსი, 1965 – 67 იყო ქ. სოხუმის რესპ. საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგ. განყ-ბის ექიმი. 1968 – 80 მუშაობდა მოსკოვში, ა. ბაკულევის სახ. გულის ქირურგიის ინ-ტში, სხვადასხვა თანამდებობაზე; 1981-იდან – ამავე ინ-ტის ჩვილ ბავშვთა გულის ქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის განყ-ბის გამგედ. ა.-მ. შეისწავლის გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიის, ოპერაციისშემდგომი ინტენსიური თერაპიის, გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკისა და პათოფიზიოლოგიის, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის პათოფიზიოლოგიის საკითხებს და სხვ. ახალშობილი და ჩვილი ბავშვების ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის მეთოდების დამუშავებისა და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვისათვის 1986 მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია. 1989–2014 კონტრაქტით მუშაობდა გერმანიაში და გულის ქირურგიის ცენტრის დირექტორის, რ. ჰეტცერის მიწვევით, იგი სათავეში ჩაუდგა ბავშვთა თანდაყოლილი მანკების ქირურგიის პროგრამის ჩამოყალიბებას. 2005-2014 იყო ამ ცენტრის დირექტორის მოადგილე.
ა.-მ. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, რ-ებიც ეხება ბავშვთა თანდაყოლილი მანკების ქირურგიულ მკურნალობას.
თხზ.: PE, Hetzer R.O. Alexi-Meskishvili V, The Use of the Berlin Heart in Children. In Book: Mechanical Support for Cardiac and Respiratory Failure in Pediatric Patients, 2001 Alexi -Meskhishvili V. Anomalous Pulmonary Venous Connections and Congenital Defects of the Atria, the Atrioventricular Septum, and the Atrioventricular Valves- In Manual of Cardiac Surgery (G.Ziemmer, A.Haverich (Eds) Springer-2017.