ალავერდი, სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კლდეეთის თემში (იმერეთის რეგიონი), იმერეთის სამხრ. მთისწინეთში, მდ. თურუნის (ბორიმელის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 330 მ, ზესტაფონიდან 8 კმ. 312 მცხ. (2014).
სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე დგას XIX ს. დარბაზული ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ნაგებობა აღმართულია 50 სმ სიმაღლის ცოკოლზე. ნაშენია მოყვითალო-მოთეთრო ფერის კირქვით. კუთხეებში, ზოგ ადგილას, ჩატანებულია გათლილი შირმის ქვები. ზემოთ კედლები დაგვირგვინებულია თლილი ქვის პროფილირებული კარნიზით, შესასვლელი სამია – სამხრ., დას. და ჩრდ-იდან. შიგნით, აღმ. აფსიდის მხარეს კუთხეები მომრგვალებულია. აფსიდს კონქი არა აქვს. სამხრ. და ჩრდ. შესასვლელების ორივე მხარეს პილასტრებია ამოყვანილი.
ძეგლი რესტავრირებულია 1984 (არქიტექტორები რ. გურამიშვილი, თ. მიქაუტაძე).