კვესიტაძე ედიშერ გიორგის ძე (დ. 8. VII. 1962, თბილისი), ინჟინერ-ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი, ბიოტექნოლოგი. ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1996). დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. ნატიფ ქიმიურ ნაერთთა ტექნოლოგიის ინ-ტი (1986). სამეცნიერო კვლევა დაიწყო რუსეთის მეცნ. აკადემიის ა. ბახის სახ. ბიოქიმიის ინ-ტში (1986–89). ლეჰაის უნ-ტის (აშშ) მიწვეული პროფესორი (1983–84). გაიარა პოსტდოქტურანტურა ფინეთის სამეცნ. ტექნიკურ ცენტრსა (Espoo, 1990) და შეფილდის ჰალამის უნ-ტში (ინგლისი, 1991–93). იყო საქართვ. მეცნ. აკად. მცენარეთა ბიოქიმ. ინ-ტის თანამშრომელი (1985–94), ცილის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი (1994–99), სტუ-ის ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე (1995–2007) და სრული პროფესორი (2008). საქართვ. აგრარული უნ-ტის ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმ. და ბიოტექნოლ. ინ-ტის დირექტორი (2008–12).
კ-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა: გამოყენებითი ენზიმოლოგია; გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები; მიკრობული ტექნოლოგიები; მიკრობული მრავალფეროვნების გამოყენება ახ. ბიოტექნოლოგიებში; ექსტრემალურ პირობებში მზარდი მიკროორგანიზმების სტაბილური ფერმენტები (ამილაზები, ცელულაზები, პროტეაზები, პექტინაზები, ლიპაზები); მიკროორგანიზმებსა და მათ ფერმენტებზე დაფუძნებული ახალი ტექნოლოგიების დამუშავება; მიკროორგანიზმებისა და მცენარეების უნარის შესწავლა, მოახდინოს გარემოს დამაბინძურებელი ორგანული ნაერთების და მძიმე მეტალების შეთვისება; მცენარეთა ბაქტერიული დაავადებების ბიოლოგიური კონტროლი.
კ. არის ევროპის ბიოტექნოლოგიური, მიკრობიოლოგთა და ბიოქიმიკოსთა საზ-ბების წევრი; მრავალი სამეცნ. ნაშრომის, ასევე საქართველოში სამი პატენტის ავტორი.
თხზ.: ბიოტექნოლოგია, თბ., 1999 (თანაავტ. გ. კვესიტაძე); Ecological Potential of Plants. Chapter 11, In: Advanced Bioactive Compounds Countering the Effects of Radiological, Chemical and Biological Agents. Strategies to Counter Biological Damage. Ed. Grant N. Pierce, V. I. Mizin, A. Omelchenko, Berlin, 2012 (თანაავტ.: G. Kvesitadze, T. Sadunishvili); Industrial Engineering, In.: Text Book. Current Applications of Biotechnology, Kayseri, 2015 (თანაავტ. G. Kvesitadze, T. Urushadze, T. Sadunishvili); Plants for Remediation: Uptake, Translocation and Transformation of Organic Pollutants, In: M. Ozturk et al. (Eds.): Plants, Pollutants and Remediations, Springer, Dordrecht, 2015 (თანაავტ.: G. R. Kvesitadze, T. Urushadze, T. Sadunishvili).
მ. გორდეზიანი