გელაშვილი ნანა გიორგის ასული

გელაშვილი ნანა გიორგის ასული (დ. 12.V. 1950, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი. ისტორიის მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1996).

1972 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი. 1976–2006 მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში ახლო ააღმ. შუა საუკუნეების ისტორიის განყ-ბაში მეცნიერ თანამშრომლად, უფროს. წამყვ. მეცნიერ. თანამშრომლად; იყო თსუ-ის აზიისა და აფრიკის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრისა 1992–95 თსუ-ის კულტურის ისტორიასა და თეორიის კათედრა-პროფესორი, (1996–2005) კათედრასთან არსებული, კულტურის ისტორიის სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიის გამგე.

2006-იდან მისი ხელმძღვანელობითი ამოქმედდა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულება. 2010-11 იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ახლო აღმ. ქვეყნების შუა საუკ. ისტორიის განყ-ბის გამგე, მკვლევარი. გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია და 90 სამეცნ. პუბლიკაცია; კითხულობს ლექციებს სასწავლო დისციპლინებში: შორეული აღმ. ქვეყნების ისტორია, შორეული აღმ. რელიგიები, იაპ.-კულტურა შორეული აღმ. ისტ. ქალაქები, კულტურათა დიალოგი შორეულ აღმოსავლეთში.

არის საქართველო-ირანის სამეცნ. კულტ. ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზ-ბის, საქართვ. ქალთა საბჭოს აღმასრ. საბჭოს, საქართვ.-იაპონიის ურთიერთობების ასოციაციისა და ქართველ სინოლოგთა ასოციაციის წევრი.

თხზ.: აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება, თბ., 1981, ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1985; სამი სპარსული წყარო XVI საუკუნის საქართველოს შესახებ, თბ., 1990; იაპონური კულტურა, თბ., 2001; იაპონია, საუკუნეთა ლაბირინთებში, თბ., 2012; შორეული აღმოსავლეთის რელიგიები, თბ., 2018.